четверг, 25 августа 2016 г.

ორსულობის 29–ე კვირა

ორსულობის 29–ე (ოცდამეცხრე) კვირას - შენი ბავშვი არაჩვეულებრივად აკეთებს თავის საქმეს: ჭამს, სძინავს და იზრდება დედის სასიხარულოდ; იგი უკვე 1150 გრამს იწონის, სიგრძეში კი უკვე 37 სანტიმეტრამდეა გაზრდილი. მან საკუთარი ორგანიზმის ტემპერატურის დარეგულირებაც ისწავლა. მის საკვებ მოთხოვნილებებს რომ ჯეროვნად უპასუხო, დიდი რაოდენობით უნდა მიიღო ცილები, C ვიტამინი, რკინა და სხვა აუცილებელი ნივთიერებები. ყველს, იოგურტს, სხვა რძის პროდუქტებს და ფორთოხლის წვენს შენს ორგანიზმში შეაქვს კალციუმი, რომელსაც ნაყოფი თავისი ჩონჩხისა და ძვლების გასამაგრებლად იყენებს.
იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2010/11/04/pregnancy-22/




Комментариев нет:

Отправить комментарий