четверг, 25 августа 2016 г.

ორსულობის 30–ე კვირა

ორსულობის 30–ე კვირას შენი მომავალი მემკვიდრე სიგრძეში 37,5 სანტიმეტრს, წონაში კი თითქმის 1400 გრამს აღწევს. ნაყოფი იზრდება და დაცურავს 0,75 ლიტრ სანაყოფე სითხეში. თუმცა, ეს მოცულობა იკლებს იმის გამო, რომ ბავშვი აქტიურად იზრდება და სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს დედის მუცელში. ამ პერიოდში ინტენსიურად ვითარდება მხედველობა, მაგრამ ამ მგრძნობელობითი ფუნქციის საბოლოო ჩამოყალიბებაზე საუბარი ჯერ ადრეა.
დაბადების შემდეგაც, ბავშვი მხოლოდ იმ საგნებსა და ობიექტებს არჩევს, რომლებიც მისგან რამდენიმე სანტიმეტრით არის დაშორებული. საკმაოდ შესამჩნევია თავის ზრდის პროცესი. თავის ზომა ჯერჯერობით ზრდასრული ადამიანის თავის ზომის 60 პროცენტია. მართალია, ნაყოფი კვლავაც აქტიურია, მაგრამ ძველებურად თავისუფლად ვეღარ მოძრაობს: იგი, პრაქტიკულად, თავისი ზომით მთელ სივრცეს იკავებს და იძლებულია, შედარებით ნაკლებად იმოძრაოს. >>>>
იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2010/11/04/pregnancy-23/







Комментариев нет:

Отправить комментарий