четверг, 25 августа 2016 г.

ორსულობის 28-ე კვირა

ორსულობის 28-ე (ოცდამერვე) კვირას ბავშვის წონა უკვე ერთ კილოგრამს აღემატება და 1100 გრამს შეადგენს. სიგრძე 35 სანტიმეტრია. თვალებზე წამწამებიც შეიმჩნევა. მხედველობა იმდენად აქვს განვითარებული, რომ უკვე ხედავს შუქს, რომელიც მუცელში აღწევს. ტვინში მილიარდობით ნეირონი ვითარდება (თუ აქამდე ნაყოფის ტვინი სრულებით გლუვი იყო, 28-ე კვირას წარმოიქმნება ტვინისთვის დამახასიათებელი ღარები და ნაოჭები), იზრდება ტვინის წონა. გრძელდება კანქვეშა ცხიმის დაგროვება და ამით ბავშვი მუცლის გარეთ ცხოვრებისთვის ემზადება. ორსულობის 28-ე (ოცდამერვე) კვირას ინტენსიურად გრძელდება ენდოკრინული სისტემის ჩამოყალიბება. დიდ მნიშვნელობას იძენს ზრდის ჰორმონი, რომელსაც ჰიპოფიზი გამოიმუშავებს. >>>>
იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2010/11/04/pregnancy-21






Комментариев нет:

Отправить комментарий