понедельник, 20 февраля 2017 г.

შეიძლება თუ არა კბილების ამოღება ორსულობისას?

მრავალი ქალი დარწმუნებულია, რომ კბილის ამოღების ოპერაცია შეიძლება უარყოფითად აისახოს ორსულობაზე. მაგრამ ეს აზრი მცდარია. დაავადებული კბილი ანთებისა და ინფექციის კერაა თქვენს ორგანიზმში. თუ არ მიხვალთ სტომატოლოგთან, ამით შეიძლება ავნოთ საკუთარ თავსაც და მომავალ ბავშვსაც.
ქირურგიული მანიპულაციები დიდი სტრესია ორსულის ორგანიზმისთვის. ძირითადად, კბილის ამოღებას მიმართავენ მწვავე ტკივილის დროს. კბილების ამოღებას გეგმავენ ორსულობის მეორე ტრიმესტრში. მაგრამ თანამედროვე ქირურგიული სტომატოლოგიის ტენდენცია მიმართულია კბილის შემანარჩუნებელი ოპერაციების ჩატარებისკენ, თუ ამის საშუალებას იძლევა კლინიკური შემთხვევა. პირის ღრუში სერიოზული გართულებების განვითარების რისკის არსებობის დროს, ექიმმა შეიძლება მიიღოს კბილის ამოღების გადაწყვეტილება.

კბილების ამოღების ჩვენებებია:

* ყბის სიმსივნე
* კბილების ძლიერი დაშლა კარიესის გამო
* კბილის მესამე და მეოთხე ხარისხის მოძრავობა პაროდონტიტის დროს
* ნერვის დაზიანება
* კისტები და სინუსიტები
* პერიოდონტიტი ანთების რთული კერით
* ზეკომპლექტური კბილები (ზედმეტი კბილები, რომლებიც არღვევენ კბილთა მწკრივის ჰარმონიას)

იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2013/12/13/stomatologia-21/ 




ხელოვნური განაყოფიერება

ხელოვნური განაყოფიერება - განაყოფიერების მეთოდია რომლის დროსაც სპერმა თავსდება ქალის ორგანიზმში (ან საშვილოსნოს ღრუში ან საშვილოსნოს ყელში - ინტრაცერვიკალურად) ხელოვნურად სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით.
ხელოვნური განაყოფიერების მეთოდის გამოყენება ხდება იმ შემთხვევაში, თუ წყვილი ვერ ნაყოფიერდება ბუნებრივი გზით, ხოლო კონსერვატიულმა მკურნალობამ არ მისცა ეფექტური შედეგი. განაყოფიერების შეუძლებლობის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა: ქალის ალერგია სპერმისადმი, კაცის სპერმის ცუდი ხარისხი, მათ შორის სპერმაში ჯანმრთელი სპერმატოზოიდების დაბალი შემცველობა ან მათი სუსტი მოძრაობა, რის გამოც ისინი ვერ აღწევენ განაყოფიერებისადმი მზად კვერცხუჯრედს. გარდა ამისა ხელოვნური განაყოფიერება შეიძლება დაეხმაროს უშვილობის არაკლასიფიცირებული ფორმის წყვილებს. პროცედურისთვის აუცილებელია ქალის სექსუალური პარტნიორის სპერმა ან დონორის სპერმა.



суббота, 21 января 2017 г.

როგორ გავუმკლავდეთ მშობიარობის შემდგომ დეპრესიას

თუ ქალს მშობიარობის შემდეგ შეუძლია ბავშვის სათანადო მოვლა, ქმართან, მშობლებთან და მეგობრებთან ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ ამასთან გარკვეულ სულიერ დისკომფორტს განიცდის, მას შეუძლია დამოუკიდებლად საკუთარი ემოციონალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
პირველეს ყოვლისა, ის უნდა ხელახლა ჩაჯდეს ჩვეულ ყოფით რიტმში და ოჯახურ ვალდებულებებს თავი არ უნდა აარიდოს. ახალგაზრდა დედა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეშვას. საკუთარი თავის მოვლა, ნორმალური კვება და ძილი, გარეგნობაზე ზრუნვა და ოჯახური მოვალეობები- აი ის აუცილებელი პირობები, რომლებიც მან უნდა დაიცვას. ასევე არ უნდა დაიკარგოს სოციალური კონტაქტები: უნდა მოინახოს დრო ქმართან საურთიერთოდ, მეგობრებთან შესახვედრად, საკითხავად თუ სხვა რაიმე საქმიანობისათვის, თუნდაც ამ ყველაფერმა დღეში სულ რაღაც ნახევარი საათი დაიკავოს. 
გუნება-განწყობის გაუმჯობესებაზე შემდეგი ფაქტორები მოქმედებენ:
  იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2010/11/05/pregnancy-46/




воскресенье, 4 декабря 2016 г.

ორსულებისთვის საჭირო ნივთები ინტერნეტ-მაღაზიებში

























ტრუსები ორსულთათვის  
http://geoshoper.blogspot.com/2016/11/blog-post_7.html


 .................
♦ ფეის-ჯგუფები

ორსულობა
https://www.facebook.com/groups/341704439337847/



სქესის დაგეგმვა და რეპროდუქტოლ
https://www.facebook.com/groups/745278192185885/


დედის რძის გამოსაწველი აპარატები
https://www.facebook.com/groups/1052516291493633/


დედის რძის შესანახი მოწყობილობები
https://www.facebook.com/groups/1066886060025641/


ლაიქების გვერდები

გინეკოლოგების კლუბი
https://www.facebook.com/გინეკოლოგების-კლუბი-354731604664311/

გინეკოლოგია, ორსულობა
https://www.facebook.com/გინეკოლოგია-ორსულობა-275787452480893/

გინეკოლოგია
https://www.facebook.com/გინეკოლოგია-173843435980749/

რეპროდუქტოლოგია
https://www.facebook.com/რეპროდუქტოლოგია-435127073277108/


.................

суббота, 22 октября 2016 г.

საშვილოსნოს მილების გაუვალობა

ქალების უნაყოფობის ძირითადი მიზეზია. წყვილების 30-40% არ ყავთ შვილი უშუალოდ საშვილოსნოს მილების გაუვალობის გამო. მსგავსი პათოლოგია ვითარდება მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების შედეგად, აგრეთვე მცირე მენჯის და მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების გამო. ასხვავებენ საშვილოსნოს მილების სრულ და ნაწილობრივ გაუვალობას. დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ და დიაგნოსტირდება გამოკვლევის შედეგად და ხშირად განაპირობებს საშვილოსნოსგარე ორსულობას.იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2016/10/14/sasvilosnos-milebis-gauvaloba/



воскресенье, 9 октября 2016 г.

რა სჭირდება ორსულს?

ფეხმძიმობა უმნიშვნელოვანესი პერიოდია ქალის ცხოვრებაში. ამ დროს ის ყურადღებით ეპყრობა თითოეულ დეტალს, კვებას, დღის რეჟიმს და რა თქმა უნდა ჩაცმულობას. გთავაზობთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება დასჭირდეს ფეხმძიმე ქალს.