четверг, 25 августа 2016 г.

ორსულობის 27-ე კვირა

შენი დაფეხმძიმებიდან უკვე 27 კვირა გავიდა. ეს ნიშნავს, რომ უკვე მესამე ტრიმესტრში ხარ, ანუ მშობიარობამდე არცთუ დიდი დროა დარჩენილი. ამ პერიოდში შენს მუცელში მყოფი პატარა ადამიანი 34 სანტიმეტრის სიგრძისაა. წონაში კი 900 გრამს აღემატება. ახლა მას თავისუფლად შეუძლია თვალების დახუჭვა და გახელა. ამავე დროს, მას უკვე ჩამოუყალიბდა დაძინებისა და გაღვიძების გარკვეული რეჟიმი. მას შეუძლია, წოვოს თითები. თანაც, ზოგიერთი ნაყოფი მხოლოდ ხელის თითებით არ შემოიფარგლება და აქტიურად იყენებს ფეხის თითებსაც. მართალია, ორსულობის 27-ე (ოცდამეშვიდე) კვირას ფილტვები ჯერ ჩამოუყალიბებელია, მაგრამ მათი ფუნქციონირება სპეციალური აპარატით შესაძლებელია, თუ ბავშვი ამ პერიოდში, ანუ ვადაზე ადრე დაიბადება. ამ ეტაპზე ფილტვებში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პროცესი - ფორმირებას იწყებს ალვეოლური, ანუ თხელი, ჰაერგადამტანი მილაკები და თავად ალვეოლები - მიკროსკოპული ბუშტუკები. >>>>
იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2010/11/04/pregnancy-20/






Комментариев нет:

Отправить комментарий