ორსულობის მე-9 კვირა
ორსულობის მე-9 (მეცხრე) კვირაზე ნაყოფის სიგრძე 22 – 30 მმ, წონა კი დაახლოებით ერთი გრამია. ის სულ უფრო მეტად ემსგავსება ადამიანს. ამ პერიოდში გული უკვე 4 საკნადაა გაყოფილი (2 წინაგული და 2 პარკუჭი). ფორმირებას იწყებს კბილების ჩანასახები. ორსულობის მე-9 კვირაზე ემბრიონის ,,კუდი“ საერთოდ აღარ ჩანს. თანდათანობით ვითარდებიან ორგანოები, კუნთები, ნერვები. მიმდინარეობს თავის ტვინის ინტენსიური განვითარება – ორსულობის მე-9 (მეცხრე) კვირაზე იწყება ნათხემის ფორმირება (ტვინის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის კოორდინირებას).
იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2010/05/17/orsuloba-8/
Комментариев нет:
Отправить комментарий