ორსულობის მე-10 კვირა
იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2010/09/17/pregrancy-2/
ორსულობის მე-10 (მეათე) კვირაზე ნაყოფი სულ რაღაც 4 გრამს იწონის; მისი სიგრძე 31–დან 42 მილიმეტრამდე მერყეობს. იგი საშვილოსნოს კედელს ეხება, იმავე წამს შორდება, თავისუფლად მოძრაობს, თუმცა შენ ამას ჯერ ვერ გრძნობ. იმის მიუხედავად, რომ ნაყოფი დაახლოებით ქლიავის ზომისაა, გაგიკვირდება და მისი სხეულის ნაწილები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემები უკვე ჩამოყალიბებულია. ის ყოველდღიურად, განუწყვეტლივ განაგრძობს ზრდას და ჩამოყალიბებას. დაფეხმძიმებიდან 10 კვირის შემდეგ, ყველაზე რთული – ემბრიონული ეტაპი მთავრდება და ნაყოფის განვითარების სრულიად ახალი ეტაპი იწყება. შენ და პაწაწა მართლაც მაგრები ხართ!
Комментариев нет:
Отправить комментарий