вторник, 23 августа 2016 г.

ორსულობის მე-8 კვირა

ორსულობის მე-8 კვირა

ორსულობის მე-8 (მერვე) კვირაზე ნაყოფის სიგრძე მხოლოდ 14 – 20 მმ-ია. ხელებსა და ფეხებზე უკვე ჩნდება აპკისებრი თითები, ქუთუთოები თითქმის სრულად ფარავენ თვალებს, კუდი ჯერ კიდევ რჩება. გენიტალიები სრულად ფორმირებული არაა, ამიტომ სქესის გარჩევა ჯერ კიდევ შეუძლებელია. ამ პერიოდში აქტიურად ვითარდება ძვლები და სახსრები. მიმდინარეობს ზედა ტუჩის ფორმირების პროცესი. თუ თქვენი პატარა ბიჭია, სწორედ ორსულობის მე-8 (მერვე) კვირაზე ხდება მისი სათესლე ჯირკვლების ფორმირება. და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ეს ექვსკვირიანი არსება, რომელიც მხოლოდ ლობიოს ოდენაა, უკვე მოძრაობს! ამ პერიოდში ჩატარებული ულტრაბგერითი გამოკვლევით ჩანს არამარტო ჩანასახის თავისა და ტანის ნაწილები, არამედ იმის გარჩევაც შეიძლება თუ სად არის ,,ზურგი“ და სად ,,მუცელი“.
იხ. სრულად: http://www.medgeo.net/2010/05/06/pregrancy/



Комментариев нет:

Отправить комментарий