вторник, 23 августа 2016 г.

ორსულობის მე-7 კვირა

ორსულობის მე-7 კვირა

ორსულობის მე-7 (მეშვიდე) კვირისთვის თქვენი პატარას სიგრძე 8 მმ-მდე, წონა კი დაახლოებით 0,8 გრამამდეა. ამ პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ის, რომ განვითარებად ხელებსა და ფეხებზე უკვე ჩნდება მტევნები და ტერფები! ტექნიკურად თქვენი პატარა ჯერ კიდევ ემბრიონად ითვლება და აქვს პატარა კუდი – კუდუსუნის გაგრძელება. ორ კვირაში კუდი ქრება. ბავშვი სწრაფად ვითარდება და წინა კვირასთან შედარებით, თითქმის ორჯერ მატულობს ზომებში. რომ შეგეძლოთ საკუთარ მუცელში ჩახედვა, დაინახავდით თქვენი პატარას ქუთუთოების ნაკეცებს, რომლებიც ნაწილობრივ ფარავენ თვალებს, ასევე პატარა ცხვირსა და გამჭირვალე კანქვეშ განლაგებულ წვრილ ვენებს.
იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2010/04/07/orsuloba-7/



Комментариев нет:

Отправить комментарий