ორსულობის 22–ე (ოცდამეორე) კვირას შენი მომავალი გოგონა თუ ბიჭუნა მინიატურული ზომის ახალდაბადებულივით გამოიყურება, რომლის სიგრძე 27,5 სანტიმეტრი, წონა კი 350–420 გრამია. კანი დანაოჭებული აქვს და ეს მანამდე ექნება, სანამ საკმაო რაოდენობით კანქვეშა ცხიმი არ დაუგროვდება. კანზე გაჩენილი ღინღლი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. ტუჩებიც მეტად გამოიკვეთა.
22–ე კვირაში განვითარებას განაგრძობს თვალები, თუმცა ფერად გარსს ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი რაოდენობით პიგმენტი. ვითარდება კუჭქვეშა ჯირკვალი, რომელიც ჰორმონების გამომუშავებაზე პასუხისმგებელი ორგანოა. ნაყოფის გარეგნული იერი უფრო მიმზიდველი ხდება. მართალია, მისი კანი ჯერ კიდევ დანაოჭებულია, მაგრამ მის ქვეშ იწყება ცხიმის დაგროვების პროცესი. ნაყოფის თავი ჯერ ისევ ზომაზე დიდია; სახე საგრძნობი ტემპით განაგრძობს ფორმირებას. თვალებს უკვე გააჩნია თავისი ფორმა; ქუთუთოებზე თანდათან შესამჩნევია წამწამები და წარბებიც. ალბათ, გაგიხარდება იმის გაგება, რომ შენს პატარას ამ ეტაპზე უკვე შეუძლია ქუთუთოების გამოძრავება, თვალების დახუჭვა და გახელა. >>>>
Комментариев нет:
Отправить комментарий