ბავშვის წონა ორსულობის 21–ე (ოცდამეერთე) კვირაზე დაახლოებით 300–370 გრამს შეადგენს. მთლიანად არის ჩამოყალიბებული წარბები და ქუთუთოები. ეჭვი არაა, ამ პერიოდში კარგად გრძნობ მის მოძრაობას. ბუნებრივია, პატარას წარმოდგენაც კი არ აქვს შენი დღის განრიგის შესახებ; ასე რომ, არ გაგიკვირდეს, თუ იგი მაშინ დაიწყებს აქტიურ მოძრაობას, როდესაც ისვენებ. თანაც, დასვენების დროს და ღამით დაძინების წინ გულდასმით აყურადებ შენი ნამცეცას ყველა გაფაჩუნებას და ალბათ, ხშირად მისი მოძრაობები იმაზე აქტიურადაც გეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია.
იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2010/11/04/pregnancy-14/
Комментариев нет:
Отправить комментарий