შენი პაწაწინა იზრდება და იზრდება. ორსულობის 23-ე (ოცდამესამე) კვირას მისი წონა 450–500 გრამს აღწევს. კანი წითელი და დანაოჭებული აქვს. ღინღლი, რომლითაც კანი აქვს დაფარული, 23–ე კვირას გამუქებას იწყებს. ფილტვების სისხლძარღვები ვითარდება, რათა ფილტვები სუნთქვისთვის მოამზადოს. გარდა ამისა, მას ყველაფერი კარგად ესმის. მართალია, ახლა, როდესაც შენს მუცელში იმყოფება, ძლიერი ხმაური აკრთობს, მაგრამ იგივე ხმა დაბადების შემდეგ ნამდვილად აღარ შეაშინებს.
იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2010/11/04/pregnancy-16/
Комментариев нет:
Отправить комментарий