понедельник, 20 февраля 2017 г.

შეიძლება თუ არა კბილების ამოღება ორსულობისას?

მრავალი ქალი დარწმუნებულია, რომ კბილის ამოღების ოპერაცია შეიძლება უარყოფითად აისახოს ორსულობაზე. მაგრამ ეს აზრი მცდარია. დაავადებული კბილი ანთებისა და ინფექციის კერაა თქვენს ორგანიზმში. თუ არ მიხვალთ სტომატოლოგთან, ამით შეიძლება ავნოთ საკუთარ თავსაც და მომავალ ბავშვსაც.
ქირურგიული მანიპულაციები დიდი სტრესია ორსულის ორგანიზმისთვის. ძირითადად, კბილის ამოღებას მიმართავენ მწვავე ტკივილის დროს. კბილების ამოღებას გეგმავენ ორსულობის მეორე ტრიმესტრში. მაგრამ თანამედროვე ქირურგიული სტომატოლოგიის ტენდენცია მიმართულია კბილის შემანარჩუნებელი ოპერაციების ჩატარებისკენ, თუ ამის საშუალებას იძლევა კლინიკური შემთხვევა. პირის ღრუში სერიოზული გართულებების განვითარების რისკის არსებობის დროს, ექიმმა შეიძლება მიიღოს კბილის ამოღების გადაწყვეტილება.

კბილების ამოღების ჩვენებებია:

* ყბის სიმსივნე
* კბილების ძლიერი დაშლა კარიესის გამო
* კბილის მესამე და მეოთხე ხარისხის მოძრავობა პაროდონტიტის დროს
* ნერვის დაზიანება
* კისტები და სინუსიტები
* პერიოდონტიტი ანთების რთული კერით
* ზეკომპლექტური კბილები (ზედმეტი კბილები, რომლებიც არღვევენ კბილთა მწკრივის ჰარმონიას)

იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2013/12/13/stomatologia-21/ 




Комментариев нет:

Отправить комментарий