вторник, 23 августа 2016 г.

ორსულობის მე-3 კვირა

ორსულობის მე-3 კვირა

ორსულობის მესამე კვირის დასაწყისში ხდება ჩასახვა, ხოლო კვირის ბოლოს თქვენი ,,ბავშვი“ მხოლოდ უჯრედების ერთობლიობაა. ემბრიონის ზომა ამ დროს 0,150 მმ-ია. მიუხედავად ემბრიონის ასეთი მცირე ზომებისა, ორსულობის მე-3 კვირაზე ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება.უჯრედთა ეს გროვა, რომელსაც ,,ზიგოტა“ ეწოდება, საშვილოსნოს მილის გავლით მიემართება საშვილოსნოსაკენ და განაგრძობს დაყოფასა და ზრდას. სანაყოფე კვერცხის იმპლანტაცია საშვილოსნოსკედელში ხდება განაყოფიერებიდან დაახლოებით მე-6-7 დღეზე. ეს პროცესი გრძელდება 40-42 საათი.
ამ დროს გარეთა უჯრედები ფესვისებურად ჩაიზრდებიან საშვილოსნოს ლორწოვან გარსში, სწრაფად იზრდებიან და იტოტებიან. განტოტებების შიგნით წარმოიქმნება წვრილი სისხლძარღვები, რომლებიც შემდგომში კვებავენ ახალ ორგანიზმს მის დაბადებამდე. ამიერიდან სანაყოფე კვერცხს ჩანასახს, ან ემბრიონს უწოდებენ. როგორც კი მოხდება იმპლანატაცია, ემბრიონის ზრდა-განვითარების ტემპი მნიშვნელოვნად მატულობს. ჩანასახის გარეშე ნაწილები ფორმირდება იმავე განაყოფიერებული კვერცხიდან, საიდანაც ვითარდება ნაყოფი და აქვთ ერთნაირი გენეტიკური მასალა. მათ მიეკუთვნება: ამნიონი, პლაცენტა და ჭიპლარი. ვინაიდან ეს ნაწილები ისეთივე გენეტიკური კოდის მატარებლები არიან, ამიტომ სანაყოფე წყლების გამოკვლევით შესაძლოა დადგინდეს ნაყოფის მემკვიდრულობა, სქესი და განვითარება. ასეთ გამოკვლევას და ამნიონის სითხის ამოღებას ამნიოცენტეზი ეწოდება.

იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2010/03/26/orsuloba-3/





Комментариев нет:

Отправить комментарий