вторник, 15 января 2013 г.

ორსულობის 29–ე კვირა



ორსულობის 29–ე (ოცდამეცხრე) კვირას - შენი ბავშვი არაჩვეულებრივად აკეთებს თავის საქმეს: ჭამს, სძინავს და იზრდება დედის სასიხარულოდ. მისი მიღწევა უკვე 1150 გრამია. სიგრძეში კი უკვე 37 სანტიმეტრამდეა გაზრდილი. მან საკუთარი ორგანიზმის ტემპერატურის დარეგულირებაც ისწავლა. მის საკვებ მოთხოვნილებებს რომ ჯეროვნად უპასუხო, დიდი რაოდენობით უნდა მიიღო ცილები, C ვიტამინი, რკინა და სხვა აუცილებელი ნივთიერებები. ყველს, იოგურტს, სხვა რძის პროდუქტებს და ფორთოხლის წვენს შენს ორგანიზმში შეაქვს კალციუმი, რომელსაც ნაყოფი თავისი ჩონჩხისა და ძვლების გასამაგრებლად იყენებს. 29–ე კვირას ყოველდღიურად დაახლოებით 250 მილიგრამი სჭირდება ამ პროცესს. განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა ნაყოფის ტვინი და ნერვული სისტემა. გრძნობის ორგანოებიდან სხვადასხვა სახის ინფორმაციას იღებს და ახდენს მის დიფერენცირებას. ასე, მაგალითად, პატარა 29–ე კვირას არჩევს ზოგიერთ სუნსა და ხმას. >>>>Read the rest of this entry »


Комментариев нет:

Отправить комментарий