ორსულობის 25-ე (ოცდამეხუთე) კვირა

ორსულობის 25-ე (ოცდამეხუთე) კვირაორსულობის 25-ე (ოცდამეხუთე) კვირას ნაყოფის წონა 700 გრამს აღწევს. მან უკვე დაიწყო ცხიმის დაგროვება. დანაოჭებულიკანი თანდათან სწორდება და ნაყოფი სულ უფრო მეტად ემსგავსებაახალშობილს. ალბათ, უკვე გაირჩევა თმის ფერი და ტექსტურაც; თუმცა, დაბადების შემდეგ, ერთი და მეორეც არაერთხელ შეიცვლება. ამ პერიოდში ინტენსიურად გრძელდება ძვალ-სახსროვანი სისტემის გამაგრება. ორსულობის 25-ე (ოცდამეხუთე) კვირას  პატარას შეუძლია სმენისა და მხედველობის გამაღიზიანებლებზე რეაგირება: იგულისხმება კაშკაშა სხივი და მკვეთრი ბგერა. თუ ფეხმძიმის მუცლისკენ ძლიერ შუქს მივმართავთ, ნაყოფს აუცილებლად ექნება საპასუხო მოძრაობითი რეაქცია: ამოძრავებს ქუთუთოებს, ხელებს, ფეხებს და თავს. >>>> Read the rest of this entry »