ორსულობის 23-ე (ოცდამესამე) კვირა

ორსულობის 23-ე (ოცდამესამე) კვირაშენი პაწაწინა იზრდება და იზრდება. ორსულობის 23-ე (ოცდამესამე) კვირას  მისი წონა 450–500 გრამს აღწევს. კანი წითელი და დანაოჭებული აქვს. ღინღლი, რომლითაც კანი აქვს დაფარული, 23–ე კვირას გამუქებას იწყებს. ფილტვების სისხლძარღვები ვითარდება, რათაფილტვები სუნთქვისთვის მოამზადოს. გარდა ამისა, მას ყველაფერი კარგად ესმის. მართალია, ახლა, როდესაც შენს მუცელში იმყოფება, ძლიერი ხმაური აკრთობს, მაგრამ იგივე ხმა დაბადების შემდეგ ნამდვილად აღარ შეაშინებს. ორსულობის 23-ე (ოცდამესამე) კვირიდან პატარა იწყებს სუნთქვითი მოძრაობების შესრულებას. მართალია, ამ დროს ფილტვები არ იხსნება, მაგრამ მასში მაინც ხვდება სანაყოფე სითხის მცირე რაოდენობა, რომელიც სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის მიერ, თუმცა მას არავითარ ზიანს არ აყენებს. ამ ვარჯიშების დროს ნაყოფი წუთში 50–60 სუნთქვით მოძრაობას ასრულებს. თუმცა, ამ მოძრაობებს იგი უწყვეტად არ ასრულებს. ნაყოფი აკეთებს ნახევარსაათიან ან ერთ საათიან პაუზას, ამის შემდეგ კვლავ აგრძელებს სუნთქვით მოძრაობებს. 23–ე კვირას მას გაცილებით უკეთ აქვს ჩამოყალიბებული საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველა ორგანო: საყლაპავი მილი, კუჭი, ნაწლავი, ნაწლავები (მსხვილი და წვრილი), კუჭქვეშა ჯირკვალი, ღვიძლი. სისხლის წარმოქნის ფუნქცია გადაეცემა: ძვლის წითელ ტვინს, ელენთას, ლიმფურ კვანძებსა და მკერდუკანა ჯირკვლებს. >>>> Read the rest of this entry »