თუ თქვენ რაღაც არ გახსოვთ, ან ცნობიერების დონეზეარ გესმით, სწორედ ქვეცნობიერება მოგაწვდით დროულ ხილვით სახებას, რომელიც პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ამიტომ კარგია, თუ შეეცდებით დაიმახსოვროთ სიზმრები და დილით, გაღვიძებისთანავე ჩაიწეროთ, რადგან ეს საკუთარი სულიერი მდგომარეობის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. რამდენადაც ორსულობის დროს ხდება სწორედ მხედველობითი სფეროს აქტივაცია, სიზმრებიც უფრო შთამბეჭდავი და შინაარსიანია, ვიდრე ორსულობამდე.
ფსიქოლოგების აზრით, არსებობს რეალისტური (რომლებც ჩვენს ცხოვრებისეულ სიტუაციებს ასახავენ) და სიმბოლური სიზმრები(რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს სურვილებთან და შიშის გრძნობასთან). ორსულ ქალთა უმრავლესობის სიზმრები შეფერილია მკვეთრი და ცოცხალი ფერებით, რაც ჰორმონალური გარდაქმნებით და მშობიარობამდელი განცდებით აიხსნება. ....>>>>>>