ორსულობის მე-12 კვირა
როგორ იცვლება ბავშვი
როგორ იცვლება ბავშვი
ამ პერიოდში აღარ ყალიბდება ახალი ორგანოები. სამაგიეროდ, უკვე არსებულნი იზრდება და ვითარდება. ჩნდება რეფლექსები: ლოკალური სტიმულაცია ნაყოფსსაშუალებას აძლევს, ამოძრაოს თვალის პატარა ქუთუთოები, გააღოს პირი, გაატოკოს ხელისა და ფეხის თითები. მალე თითები მოხრასა და გაშლას, პირი კი წოვით მოძრაობას იწყებს. თუ საკუთარ მუცელს თითს ოდნავ მიარტყამ, აუცილებლად მიიღებ საპასუხო დარტყმას შიგნიდან, თუმცა ამას ჯერ კარგად ვერ იგრძნობ. თირკმლები იწყებენ შარდის გადაგზავნას საშარდე ბუშტში. ამავე პერიოდში, ბავშვის ჩონჩხი იმ ფაზაშია, როდესაც ძვლის ნივთიერება წარმოიქმნება. ხელებისა და ფეხების თითები უკვე გაყოფილია; ფრჩხილები ზრდას განაგრძობს. სხეულზე ჩნდება თმის ცალკეული ნიშნები.
იხ. სტატია სრულად: http://www.medgeo.net/2010/09/29/baby-26/
Комментариев нет:
Отправить комментарий