“მეს” შინაგან, ხელშეუხებელ სივრცეში გაჩნდა სხვა ადამიანი, რომლის არსებობასაც უნდა გაეწიოს არა მარტო ანგარიში, არამედ უნდა გარდაიქმნას მთელი ცხოვრება, შეიცვალოს ყველა გეგმა. ყველას არ შეუძლია უსიტყვოდ ამ ცვლილებების მიღება. იმის მიუხედავად სასურველია თუ არა ბავშვი – მომხდარი მოვლენის გრანდიოზულობა მთლიანად იკავებს ორსული ქალის ცნობიერებას და იწვევს მასში ათასგვარ კითხვას: “როგორ წარიმართება მომავალში ჩემი ცხოვრება? როგორი მიმდინარეობა ექნება ორსულობას? რა მოუვა ჩემს კარიერას? შევძლებ თუ არა უზრუნველვყო ჩემი შვილის მომავალი? კარგი დედა ვიქნები?” ნაცნობი შეკითხვებია არა?! ამგვარმა სულიერმა მღელვარებამ შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო დაღლილობის და გაღიზიანების გრძნობა, არამედ გახდეს ტოქსიკოზის ან ორსულობის შეწყვეტის საშიშროების მიზეზი.
ცვლილებათა კრიზისი
მაშ ასე, ასრულდა თქვენი საწადელი და თქვენს ორგანიზმში გაჩნდა ახალი სიცოცხლე! ორსულობის პირველი თვეები-ეს უდიდესი ცვლილებების ხანაა არა მარტო ქალის ფიზიოლოგიაში, არამედ მის ფსიქოლოგიაშიც. “მეს” შინაგან, ხელშეუხებელ სივრცეში გაჩნდა სხვა ადამიანი, რომლის არსებობასაც უნდა გაეწიოს არა მარტო ანგარიში, არამედ უნდა გარდაიქმნას მთელი ცხოვრება, შეიცვალოს ყველა გეგმა. ყველას არ შეუძლია უსიტყვოდ ამ ცვლილებების მიღება. იმის მიუხედავად სასურველია თუ არა ბავშვი – მომხდარი მოვლენის გრანდიოზულობა მთლიანად იკავებს ორსული ქალის ცნობიერებას და იწვევს მასში ათასგვარ კითხვას: “როგორ წარიმართება მომავალში ჩემი ცხოვრება? როგორი მიმდინარეობა ექნება ორსულობას? რა მოუვა ჩემს კარიერას? შევძლებ თუ არა უზრუნველვყო ჩემი შვილის მომავალი? კარგი დედა ვიქნები?” ნაცნობი შეკითხვებია არა?! ამგვარმა სულიერმა მღელვარებამ შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო დაღლილობის და გაღიზიანების გრძნობა, არამედ გახდეს ტოქსიკოზის ან ორსულობის შეწყვეტის საშიშროების მიზეზი.
ნუ შეეცდებით გადაწყვიტოთ ყველა პრობლემა ერთბაშად. გადადეთ ისინი განუსაზღვრელი დროით და შესაძლოა ზოგიერთი მათგანი თქვენს ჩაურევლადაც გადაწყდეს. ორსულობა-უნიკალური პერიოდია, როდესაც შეგიძლიათ თავს მისცეთ უფლება ნაკლებად რეაგირებდეთ ცხოვრებისეულ პრობლემებზე და ამ დროს სულაც არ უნდა შეგაწუხოთ დანაშაულის გრძნობამ უპასუხისმგებლო ქცევის გამო. გახსოვდეთ, რომ ქვეყანაზე ყველაზე დიდ მატერიალურ კეთილდღეობაზე მეტად ბავშვს თქვენი ყურადღება, გაგება და სიყვარული სჭირდება.მთავარია, ამ ეტაპზე მიიღოთ თქვენი ახალი მდგომარეობა. ეს კი ნიშნავს თქვენს ცხოვრებაში ბავშვის გაჩენის მიღებას, მისი მოთხოვნილებების გაგებას. ანებივრეთ საკუთარი თავი და ნუ მოერიდებით სისუსტეების გამოვლენას იქნება ეს დღის მანძილზე წამოწოლა თუ თქვენი საყვარელი დელიკატესებით პირის ჩაგემრიელება. მიეცით ნება ორსულობა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში არა როგორც აკძალვების , არამედ როგორც ახალ შესაძლებლობათა პერიოდი. ფრაზა: “რა ცუდია ვეღარ შევძლებ ჩემი ვიწრო ჯინსების ჩაცმას!” უნდა შეცვალოთ შემდეგი ფრაზით: ”როგორც იქნა შევძლებ გარდერობის განახლებას!” საკმარისია შეცვალოთ დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ და მაშინვე შეიგრძნობთ მომხდარი ცვლილებების სასიკეთო პერსპექტივას.